აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმების ხელმოწერა 14 ივნისს იგეგმება. დოკუმენტის გაფორმების მთავარი შედეგი ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო ნაოსნობისთვის გახსნა იქნება.
ტრამპმა ინფორმაცია სოციალურ ქსელ Truth Social-ის საშუალებით გაავრცელა. პრეზიდენტის თქმით, შეთანხმების პირობები ირანს ბირთვული იარაღის შეძენასა და შექმნას უკრძალავს.
„მოუთმენლად ველით ირანთან და მთლიანად ახლო აღმოსავლეთთან თანამშრომლობას მომავალში. ვიმედოვნებთ, ეს პროცესი სწრაფად, მარტივად და შეუფერხებლად წარიმართება“, - წერს ტრამპი.
პრეზიდენტმა არ გამორიცხა მკაცრი ზომების მიღებაც, თუ შეთანხმება არ შესრულდება. მან აღნიშნა, რომ აშშ-ს გააჩნია „უკიდურესი ვარიანტი“, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მისი გამოყენება საჭირო აღარ გახდება. გარდა ამისა, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, აშშ ირანის ბირთვული პროგრამის დარჩენილ ინფრასტრუქტურას გაანადგურებს.
აღნიშნულ მოლაპარაკებებს მანამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაჰბაზ შარიფიც გამოეხმაურა. შარიფის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტისა და სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმება, სავარაუდოდ, უახლოეს 24 საათში გაფორმდებოდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.