ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს. ეს არის პირველი ოფიციალური ფორმატი მას შემდეგ, რაც ევროკავშირის დღის წესრიგში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დადგა.
ინფორმაცია დახურული მოლაპარაკებების შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა. მან აღნიშნულ შეხვედრას „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო გაფრთხილება უწოდა.
რა არის შეხვედრის მიზანი
მოლაპარაკებების მთავარი თემა ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულება და მისი შესაძლო შეჩერების მექანიზმის განხილვაა. შეხვედრაზე ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა აღმასრულებელი დეპარტამენტი მასპინძლობს ქართულ დელეგაციას.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის წარმომადგენლები ესწრებიან.
„ქართული ოცნების“ პოზიცია
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრა მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა. თუმცა, საერთაშორისო მიმომხილველები და ევროპელი პარტნიორები ამ მოლაპარაკებებს გაცილებით უფრო ფართო პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავენ.
ეს დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირის მხრიდან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის განხილვა პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და ევროპული სტანდარტების დაცვასთან.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.