საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 23 ნოემბერს, წმინდა გიორგის ხსენების დღეს, გიორგობას აღნიშნავს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით მდებარე ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
წმინდა გიორგის ხსენება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ ზეიმობს. 6 მაისი წმინდანის აღსრულების დღეა, ხოლო 23 ნოემბერი — მისი ბორბალზე წამების დღე. წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველ წმინდანად არის მიჩნეული.
წმინდანის ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული
ისტორიული წყაროების მიხედვით, წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, შეძლებული ქრისტიანული ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის პერიოდში, იგი მხედართმთავარი გახდა.
ქრისტიანების დევნის დაწყების შემდეგ, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. მან მრავალი წამება დაითმინა, მათ შორის ბორბალზე გაკვრა. 303 წელს, 30 წლის ასაკში, მას თავი მოჰკვეთეს. ეკლესიის ისტორიაში იგი დარჩა როგორც უძლეველი და ძლევაშემოსილი ზეციური მხედარი.






დისკუსია
0 კომენტარი