ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გადაწყვეტილება საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მიიღეს.
შემთხვევა 19 ნოემბერს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვებამ აფეთქება გამოიწვია, რამაც მძიმე შედეგები მოიტანა.
ოფიციალური მონაცემებით, აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ 5 მოქალაქე, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაშვებულია.







დისკუსია
0 კომენტარი