ფონიჭალაში მომხდარი გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან უკვე გაწერეს. შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პაციენტი, 3 წლის თაია, ამ ეტაპზე კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება და დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
პაციენტების მდგომარეობა
კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
დახმარება დაზარალებულებს
უსინათლოთა დასახლებაში მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები უკვე სრულად დასრულებულია. თბილისის მერიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზარალებული 143 ადამიანი დროებით სასტუმროებში გადაანაწილეს.
ცნობილია, რომ დაზარალებული 28 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი ბინების შეძენას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ოჯახი უზრუნველყოფს.







დისკუსია
0 კომენტარი