ქართული სპორტის ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და თიბისის ბრენდ ამბასადორი, ილია თოფურია, თავისი საჩემპიონო ქამრის დაცვას განსაკუთრებულ ლოკაციაზე — ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზიდენციის, თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეეცდება.

ისტორიული დაპირისპირება ვაშინგტონში

UFC Freedom 250-ის ფარგლებში დაგეგმილი ეს ღონისძიება აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს ეძღვნება. ტურნირი, რომელიც თავისი მასშტაბითა და სიმბოლიკით უპრეცედენტოა, სპორტული სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა.

ილია თოფურიას მეტოქე ამერიკელი მებრძოლი ჯასტინ გეიჯი იქნება. დაპირისპირება საქართველოს დროით 15 ივნისს, გამთენიას გაიმართება და მას მილიონობით გულშემატკივარი ადევნებს თვალს.

მეტი, ვიდრე უბრალოდ ბრძოლა

ეს დაპირისპირება ილიას კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. საქმე ეხება არა მხოლოდ ტიტულის შენარჩუნებას, არამედ იმ ღირებულებების დამტკიცებას, რომელსაც ქართველი მებრძოლი თავისი კარიერით ატარებს.

საზღვრები იმისთვის არსებობს, რომ გადალახო, მუდმივად განვითარდე და ახალი შესაძლებლობები დაინახო.

თიბისისთან პარტნიორობა სწორედ ამ ფილოსოფიაზე დგას. მებრძოლის მიზანდასახულობა, გამბედაობა და მუდმივი განვითარების სურვილი იმ მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც მას მსოფლიო ასპარეზზე წარმატებისკენ უბიძგებს.

ამ ბრძოლას განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს ის გარემოებაც, რომ ის იმართება აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე. ეს არის სიმბოლური ადგილი, რომელიც ტურნირის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც ილიას ყოველ ნაბიჯს დიდი ინტერესით აკვირდებიან, 15 ივნისს მორიგ გამარჯვებას ელიანას ელიან გამარჯვებას ელოდებიან. ილია თოფურია კი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია.