მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში საზარელი შემთხვევა მოხდა. გვიან ღამით, 13 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება aktual.ge ავრცელებს.

მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამ ეტაპზე სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ და დამატებითი დეტალები, თუ რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. უწყება აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს გარემოებების დასადგენად.