ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ის მის გარშემო აგორებულ კრიტიკასა და პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.

ხოფერიამ ვიდეოს აღწერაში დეტალურად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რამაც მისი განწყობა განაპირობა. მან აღნიშნა, რომ დილიდან სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხსა და მის მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებზე ფიქრობდა.

ყოფილმა დეპუტატმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მის ჩაცმულობასთან დაკავშირებულ კრიტიკაზე. მან ირონიულად აღნიშნა, რომ გაუგებარია, კონკრეტულად რა გარემოებებში შეაფასეს მისი იმიჯი კრიტიკულად.

ხოფერიამ ასევე შეაფასა ნაციონალური მოძრაობის შიდაპარტიული პროცესები და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების განცხადებები, მათ შორის ნიკა გვარამიასა და ანა წითლიძის პოზიციები.

გარდა ამისა, მან გააკრიტიკა დასავლელი პარტნიორების მისამართით გაკეთებული განცხადებები და ირონიით მოიხსენია ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც, მისი აზრით, საზღვარგარეთიდან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას.

ვიდეოს დასასრულს ხოფერიამ საკუთარი განწყობა გააჟღერა და საქართველოს მხარდამჭერი გზავნილი გაავრცელა. მან აღნიშნა, რომ ვიდეო სწორედ იმ განწყობის გამოსახატად ჩაწერა, რაც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ გააჩნია.