რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უკრაინა-რუსეთის ომში ვაშინგტონი მედიატორის როლს არ ასრულებს. მისი თქმით, აშშ-ის პოზიცია ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანა ნეიტრალურ შუამავალს აღარ წარმოადგენს.

ლავროვი ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საჯარო განცხადებებს გაიხსენა, სადაც ის ამბობდა, რომ მისი მმართველობის პირობებში ომი არ დაიწყებოდა. თუმცა, რუსი დიპლომატის თქმით, მარკო რუბიოს განცხადებები კონგრესში საპირისპიროს ადასტურებს.

„ეს ბაიდენის ომია, რომელიც ტრამპის ომად გადაიქცა“, - აღნიშნა ლავროვმა. მისი განმარტებით, აშშ-ის პოლიტიკა პირდაპირ გავლენას ახდენს კონფლიქტის მიმდინარეობაზე და ვაშინგტონი ღიად დგას კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის პოზიციაზე.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად პოლიტიკური რიტორიკისა, აშშ-ში არსებული ფონი რუსეთთან დიალოგისთვის ოდნავ უფრო ღიაა. ლავროვის მტკიცებით, ტრამპის დაბრუნების შემდეგ ორ ქვეყანას შორის კომუნიკაცია ნაწილობრივ განახლდა.

ლავროვმა ასევე ისაუბრა მარკო რუბიოსთან სამუშაო ურთიერთობებზე. მისი თქმით, დაახლოებით ორი კვირის წინ მათ უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს. ლავროვი მიიჩნევს, რომ რუბიოს პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ნიშნავს, რომ აშშ-ისა და ევროპის მიდგომებს შორის განსხვავება პრაქტიკულად აღარ არსებობს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თუ აშშ რეალურად მოინდომებდა საკუთარი ინიციატივის წინ წაწევას, სამხედრო მოქმედებები მოლაპარაკებების გზით შეწყდებოდა. თუმცა, არსებული კურსი, მისი შეფასებით, კონფლიქტის დინამიკას უცვლელს ტოვებს.