უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მზად არის მომავალი კვირის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. შეხვედრის მთავარი წინაპირობა უკრაინაში მცხოვრები უნგრელი უმცირესობის უფლებების საკითხზე შეთანხმების მიღწევაა.
მადიარმა ეს განცხადება ბერლინში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, უნგრეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ამჟამად ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს და საკითხები მოიცავს უმცირესობათა ენობრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო უფლებებს.
„ამჟამად ეს მოლაპარაკებები ძალიან იმედისმომცემად მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ ტექნიკურ დონეზე მათი დასრულება უკვე ამ კვირაში მოხერხდება“, — განაცხადა მადიარმა. პრემიერის განმარტებით, აღნიშნული უფლებების დაცვა არ წარმოადგენს პრივილეგიას, არამედ ეს არის ფუნდამენტური ადამიანური უფლება.
უნგრეთის მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ქვეყანამ, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზას ადგას, აუცილებლად უნდა უზრუნველყოს უმცირესობების მიერ მშობლიური ენის გამოყენება როგორც განათლების სისტემაში, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში.
მადიარი ოპტიმისტურად უყურებს ათწლიანი დავის დასრულების პერსპექტივას. მისი თქმით, უნგრეთი მზად არის, ორმხრივ ურთიერთობებში ახალი გვერდი გადაფურცლოს, რაც რეგიონული სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.