ქართული კომპანია PSP-ს სარეკლამო კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კრეატიული ფესტივალის, Cannes Lions International Festival of Creativity-ს ფინალისტი გახდა. პროექტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნებოდა, ფესტივალის ორ გამორჩეულ კატეგორიაში — Glass: The Lion for Change და The Titanium Lions — მოხვდა.
კანის ფესტივალის ამ ორი კატეგორიის შორთლისტში მოხვედრა თავისთავად დიდი მიღწევაა, რადგან აქ მხოლოდ ის ნამუშევრები განიხილება, რომლებსაც არა მხოლოდ მაღალი კრეატიული ღირებულება, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური თუ კულტურული გავლენა გააჩნიათ.
Glass: The Lion for Change ის ნამუშევრებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც საზოგადოებაში რეალურ ცვლილებებს უწყობენ ხელს. კამპანიის იდეური დატვირთვა აქ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ვიზუალური შესრულება.
რაც შეეხება The Titanium Lions-ს, ეს ნომინაცია ითვლება ფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ და საპატიო ჯილდოდ. აქ მოხვედრილი პროექტები ინდუსტრიის წესებს ცვლიან, ახალ სტანდარტებს აწესებენ და ბრენდული კომუნიკაციის მომავალს განსაზღვრავენ.
აღნიშნული კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ PSP-მ სააგენტო Playmakers-თან პარტნიორობით შექმნა. პროექტი უკვე შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული საკომუნიკაციო კამპანია საერთაშორისო მასშტაბით.
ფესტივალის მთავარი ინტრიგა 26 ივნისს გაიხსნება, როდესაც დასკვნით ცერემონიაზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან. მანამდე კი, ქართული პროექტი უკვე დგას მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ ნამუშევრებთან ერთად ერთ სივრცეში.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.