შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გორში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტს „ძალიან მძიმე ფაქტი“ უწოდა. მინისტრმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ ისაუბრა.
თამაზაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ აღნიშნულ შემთხვევაზე საკუთარი პოზიცია უკვე მკაფიოდ დააფიქსირა. მისივე თქმით, მიმდინარე ეტაპზე საკითხის სიღრმისეულ განხილვას საჭიროდ არ მიიჩნევს.
„გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე ფაქტი, თუმცა ვთვლი, რომ დღეს არ არის საჭირო სიღრმეებში შესვლა. საზოგადოებამ ნახა - სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ამ ფაქტის მიმართ“, - განაცხადა მინისტრმა.
რა მოხდა გორში?
რამდენიმე დღის წინ გორში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც რამდენიმე სამართალდამცველმა მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა. ვიდეომასალამ და ინფორმაციამ მედიასაშუალებებით ფართო რეზონანსი გამოიწვია.
საგამოძიებო პროცესის ფარგლებში, ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველები უკვე დაკავებულნი არიან. სამართალდამცავი უწყება მომხდარს კანონის სრული დაცვით იძიებს.
მინისტრის ეს კომენტარი პირველი ოფიციალური შეფასებაა, რომელიც მან საჯარო სივრცეში, მედიის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.