„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. კომპანია Toyota Ichiban-ის ჯილდოს მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი პოზიციები ევროპულ ბაზარზე.
დაჯილდოების ცერემონია პორტუგალიაში, ალგარვის რეგიონში გაიმართა. ქართული კომპანია 2 200-ზე მეტ ევროპულ სადილეროს შორის გამოარჩიეს და 34 ქვეყნის 47 საუკეთესო დილერთან ერთად დააჯილდოვეს.
Toyota Motor Europe-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა, იოშიჰირო ნაკატამ აღნიშნა, რომ Ichiban-ის გამარჯვებულები მომხმარებლის ნდობას ყოველდღიურად იმსახურებენ. მისი თქმით, ეს დილერები არამხოლოდ აკმაყოფილებენ, არამედ უსწრებენ მომხმარებელთა მოლოდინებს და მთელი ქსელისთვის მაღალ სტანდარტს აწესებენ.
„იჩიბანი“ იაპონური სიტყვაა და ქართულად „ნომერ პირველს“ ნიშნავს. ჯილდო გადაეცემათ იმ სადილერო ცენტრებს, რომლებიც მომხმარებელს სტანდარტულ სერვისზე მეტს სთავაზობენ. ღონისძიება ასევე პლატფორმად იქცა გამოცდილების გაზიარებისა და ინდუსტრიის სამომავლო გეგმების განხილვისთვის.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალურმა დირექტორმა, მარიამ მელიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ჯილდო კომპანიისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. „ეს აღიარება ადასტურებს ჩვენი გუნდის ერთგულებასა და პროფესიონალიზმს. განსაკუთრებით საამაყოა, რომ რეგიონში მოქმედ დილერებს შორის საქართველომ მოახერხა ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება“, - განაცხადა მელიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გამარჯვებულთა შორის ერთადერთი ქართული კომპანიაა. წარმატება ეფუძნება მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალ მაჩვენებლებს, მომსახურების ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებასა და თანამშრომელთა ჩართულობას.
„თეგეტა ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შემავალი ეს კომპანია საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ის არის მონობრენდული სერვისცენტრი, რომელიც სრულად არის ფოკუსირებული „ტოიოტას“ ავტომობილებზე, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებზე.
თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებით აღჭურვილი სერვისცენტრი კვალიფიციური პერსონალით, მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას, რაც საერთაშორისო დონეზეც სათანადოდ არის შეფასებული.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.