აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა და ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაღერ ყალიბაფმა. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება პაკისტანის შუამავლობით მიღწეულ იქნა 14 ივნისს. შეთანხმების მთავარი მიზანი ორი ქვეყნის დაპირისპირებისა და არსებული ომის დასრულებაა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, დოკუმენტზე ოფიციალურ ხელმოწერას მხარეები 19 ივნისს, ჟენევაში გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ ბაღერ ყალიბაფი ირანის მხრიდან მოლაპარაკებების მთავარი ფიგურა და წარმომადგენელია. შეთანხმების დეტალები ამ ეტაპზე საჯაროდ სრულად არ გასაჯაროებულა, თუმცა მისი მიზანი რეგიონული დაძაბულობის განმუხტვა და სამხედრო მოქმედებების შეწყვეტაა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.