ვიკა ბუკიამ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მიღებული დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ბუკიას თქმით, თითოეული ლარი, რომელიც კამპანიის ფარგლებში გროვდება, კონკრეტულ მიზანს ემსახურება. მისი განცხადებით, მიზანი მკურნალობის პროცესის გაგრძელება და მისი 6-7 თერაპიამდე მიყვანაა.
„მადლობა ყველას ალრისთვის. ნებისმიერი თანხა არის მნიშვნელოვანი, რადგან თითოეულ მათგანს გადამწყვეტი როლი აქვს“, — განაცხადა ვიკა ბუკიამ.
მან ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოების ჩართულობა მკურნალობის უწყვეტობისთვის აუცილებელი პირობაა. თერაპიების სრული კურსის გავლა პაციენტისთვის ჯანმრთელობის აღდგენის მთავარი გზაა.
ამჟამად მიმდინარეობს სახსრების მობილიზება, რათა მკურნალობის დაგეგმილი ეტაპები დროულად და შეუფერხებლად განხორციელდეს. ბუკია იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.