18 ივნისის ღამეს რუსეთის დედაქალაქი და მიმდებარე ტერიტორიები უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული თავდასხმის სამიზნე გახდა. დაახლოებით 200-მა დრონმა მოსკოვის ინფრასტრუქტურა პარალიზება მოახდინა.
შედეგად, რუსეთის დედაქალაქის ოთხივე მთავარი აეროპორტი — „ვნუკოვო“, „დომოდედოვო“, „ჟუკოვსკი“ და „შერემეტიევო“ — სრულად დაიკეტა. ავიაკომპანიებმა ათეულობით რეისი გააუქმეს, „შერემეტიევოში“ კი მგზავრებისა და პერსონალის ევაკუაციაც განხორციელდა.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ხანძარი
თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლის რამდენიმე კერაა გაჩენილი, ხოლო ქალაქის ცენტრალური უბნებიდან შავი კვამლის სვეტები შეინიშნება. ეს ქარხანაზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა მიმდინარე კვირაში.
„როსავიაციის“ ინფორმაციით, აეროპორტების მუშაობის აღდგენის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. მგზავრებს, რომელთა ფრენებიც გაუქმდა, ტერმინალებში დროებითი თავშესაფრები მოუწყვეს, მათ შორის — ხალიჩები და ლეიბები.
ზელენსკის გზავნილი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ უკრაინული „შორ მანძილზე მოქმედი სანქციები“ მიზანს აღწევს. მისი თქმით, ეს არის სამართლიანი პასუხი რუსეთის მხრიდან უკრაინული დასახლებების დაბომბვაზე.
„დროა, ომი დასრულდეს და რუსეთმა საჭირო დიპლომატიური ნაბიჯები გადადგას“, — წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ პარტნიორებმა უკვე შეაფასეს უკრაინული თავდასხმების ეფექტურობა და სიზუსტე რუსეთის სამხედრო მანქანის მხარდამჭერი ობიექტების წინააღმდეგ.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.