ინგლისელი რეზიდენტი ექიმები ხელფასების ზრდის მოთხოვნით მორიგ, რიგით მე-16 საპროტესტო აქციას აანონსებენ. ხუთდღიანი გაფიცვა 15 ივნისს დაიწყება და 19 ივნისამდე გაგრძელდება.
მოლაპარაკებები შედეგი არ მოიტანა
საპროტესტო ტალღის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციისა (BMA) და ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ჯეიმს მიურეის შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. მხარეებს შორის არსებული უთანხმოება კვლავ ანაზღაურების საკითხს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ რეზიდენტი ექიმები ბოლოს აპრილში გაიფიცნენ, მაშინ აქცია ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რა მდგომარეობაა ანაზღაურების მხრივ?
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რეზიდენტი ექიმების ხელფასები ჯამურად 33%-ით გაიზარდა, მათ შორის, წლევანდელი 3.5%-იანი მატებით. ამჟამინდელი მონაცემებით, დამწყები ექიმების ხელფასი 40 000 ფუნტს აღემატება, ხოლო უფროსი რანგის ექიმების საბაზისო ანაზღაურება 76 500 ფუნტს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ექიმებს დამატებითი შემოსავალი აქვთ არასტანდარტულ დროს მუშაობისა და ზეგანაკვეთური საათების გამო. მიუხედავად ამისა, BMA აცხადებს, რომ ინფლაციის გათვალისწინებით, ექიმების რეალური შემოსავალი 2008 წლის მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია.
სამედიცინო სექტორში არსებული დაძაბულობა ინგლისის ჯანდაცვის სისტემისთვის გამოწვევად რჩება, რადგან ხანგრძლივი გაფიცვები პირდაპირ აისახება პაციენტების მომსახურებაზე.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.