UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ Full Send MMA-სთან ინტერვიუში საკუთარ კარიერულ მდგომარეობასა და ცხოვრებისეულ პრიორიტეტებზე ისაუბრა. ქართველი სპორტსმენი, რომელიც ოქტაგონზე გამოსვლის პარალელურად, აქტიურად არის ჩართული ილია თოფურიას სამწვრთნელო პროცესში, ამჟამინდელი ცხოვრებისეული ეტაპით კმაყოფილია.
„ბედნიერი ვარ ყველაფრით, რაც ღმერთმა მომცა. ჩემი სპორტული კარიერა, ისევე როგორც ჩემი ძმის მწვრთნელობა, იდეალურად მიდის. მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილება, როგორც ამბობენ, არ არსებობს, ამ მომენტისთვის უკეთეს სცენარს ვერც ვინატრებდი“, — განაცხადა ალექსანდრემ.
კარიერა UFC-ში
ალექსანდრე თოფურიამ საკუთარი მებრძოლი კარიერის მიმართ ოპტიმისტური მოლოდინები გააჟღერა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ UFC-ში მისი მიმდინარე სტატისტიკა 2-0-ს შეადგენს და ის მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის, რომელიც მის წინაშე დადგება.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 2025 წლის ნოემბერში გამართა, სადაც ყაზახი ბეკზატ ალმახანი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. საერთო ჯამში, ალექსანდრე თოფურიას MMA-ს პროფესიონალურ კარიერაში 7 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხი უფიქსირდება.
ცხოვრებისეული პრიორიტეტები
ინტერვიუს მსვლელობისას სპორტსმენმა აღნიშნა, რომ მიღწეული წარმატებების მიღმა, მისთვის მთავარი ოჯახის სიმშვიდე და გარშემომყოფთა კეთილდღეობაა. მან იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს.
ალექსანდრე თოფურია ამჟამად სრულად არის კონცენტრირებული როგორც საკუთარ საწვრთნელ პროცესზე, ისე ილია თოფურიას კარიერულ განვითარებაზე, რაც, მისი თქმით, მას დიდ მოტივაციას აძლევს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.