არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, გულშემატკივრების მოლოდინს წერტილი დაუსვა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის „ალბისელესტეს“ განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. გუნდის ლიდერი კვლავ ლეო მესია, რომელიც კარიერაში უკვე მეექვსე მსოფლიო პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას.
ვინ დარჩა განაცხადს მიღმა?
სკალონის არჩევანი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრეს ისეთმა მოთამაშეებმა, როგორებიც არიან მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ფრანკო მასტანტუონო, „ასტონ ვილას“ შემტევი ემილიანო ბუენდია და „ბორნმუთის“ ცენტრალური მცველი მარკოს სენესი.
არგენტინის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ხერონიმო რული (მარსელი), ხუან მუსო (ატლეტიკო), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა).
მცველები: კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), ლეონარდო ბალერდი (მარსელი), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), ნაუელ მოლინა (ატლეტიკო), გონსალო მონტიელი (რივერ პლეიტი), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი), ფაკუნდო მედინა (მარსელი).
ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი (ბოკა ხუნიორსი), ჯოვანი ლო ჩელსო (ბეტისი), როდრიგო დე პოლი (ინტერ მაიამი), ტიაგო ალმადა (ატლეტიკო), ესეკილ პალასიოსი (ლევერკუზენი), ნიკოლას გონსალესი (ატლეტიკო), ალექსის მაკალისტერი (ლივერპული), ნიკო პასი (კომო), ენცო ფერნანდესი (ჩელსი), ვალენტინ ბარკო (სტრასბური).
თავდამსხმელები: ლეო მესი (ინტერ მაიამი), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ხოსე მანუელ ლოპესი (პალმეირასი), ჯულიანო სიმეონე (ატლეტიკო).
მუნდიალის კალენდარი
არგენტინის ნაკრები J ჯგუფში ალჟირის, ავსტრიისა და იორდანიის წინააღმდეგ ითამაშებს. ტურნირის დაწყებამდე „ალბისელესტე“ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 7 ივნისს ჰონდურასთან და 10 ივნისს ისლანდიასთან.
არგენტინის მატჩების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:
- 17 ივნისი: არგენტინა - ალჟირი
- 22 ივნისი: არგენტინა - ავსტრია
- 28 ივნისი: იორდანია - არგენტინა







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.