UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, არმან ცარუკიანის მიმართ მკაცრი განცხადება გააკეთა. „ელ მატადორმა“ DeepCut with VicBlends-ის იუთუბ არხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ცარუკიანთან პოტენციური დაპირისპირება მისთვის მარტივი გამოცდა იქნება.
თოფურიას თქმით, ცარუკიანს არასდროს უჩხუბია მის დონის მეტოქესთან. ქართველმა მებრძოლმა ირონიულად შეაფასა არმანის ბოლო მეტოქე, დენ ჰუკერი და ხაზი გაუსვა, რომ ოქტაგონში ძალთა ბალანსი სრულიად განსხვავებულია.
„მეფე ოქტაგონში მე ვარ“
თოფურია დარწმუნებულია საკუთარ უპირატესობაში. მისი თქმით, ცარუკიანს მცდარი წარმოდგენა აქვს საკუთარ ჭიდაობის უნარებზე. „მას ჰგონია, რომ ოლიმპიური ჩემპიონია, მაგრამ როდესაც საქმე ოქტაგონს ეხება, იქ მეფე მე ვარ“, — განაცხადა ილიამ.
ჩემპიონი პირდაპირ ამბობს, რომ არმანი პანიკაში ჩავარდება, როგორც კი მიხვდება, რომ თეიქდაუნების შესრულება და პარტერში კონტროლი თოფურიას წინააღმდეგ შეუძლებელია. „ვუთხარი კიდევაც, რომ პირველ რაუნდში ყბას მოვატეხ“, — დასძინა მან.
ბრძოლა, რომელიც შესაძლოა შედგეს
მიუხედავად ცარუკიანზე გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებისა, თოფურიას უახლოესი მიზანი ჯასტინ გეიჯია. მათი დაპირისპირება თბილისის დროით 15 ივნისს, „თეთრ სახლში“ გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა, ოფიციალურად დაადასტურა არმან ცარუკიანის როლი ამ ღონისძიებაში. ცარუკიანი იქნება სარეზერვო მებრძოლი და ჩაანაცვლებს ნებისმიერ მხარეს, თუ რომელიმე მათგანი ოქტაგონში გასვლას ვერ შეძლებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.