11 ივლისს შერეული ორთაბრძოლების (MMA) სამყარო განსაკუთრებული მოვლენის მოწმე გახდება. UFC-ის ოქტაგონზე კონორ მაკგრეგორი ბრუნდება, რომელსაც სპორტული პაუზა 2021 წლის ივლისის შემდეგ ჰქონდა. ირლანდიელი მებრძოლის დაბრუნება თავიდანვე დიდი აჟიოტაჟის თემა იყო, თუმცა ახლა უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ მისი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება.
ჰოლოუეის პოზიცია
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად იყო განწყობილი მაკგრეგორის დაბრუნების მიმართ და ვარაუდობდა, რომ ირლანდიელი ბრძოლაზე საბოლოოდ უარს იტყოდა, მაქს ჰოლოუეი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მისი თქმით, კონორი სერიოზულად ემზადება.
„ბევრი ადამიანისგან გამიგია, რომ კონორი ჩხუბზე მაინც უარს იტყვის, თუმცა პირადად მე მგონია, რომ ეს ასე არ იქნება. როგორც ჩანს, მაკგრეგორს სპორტის გარეშე მოიწყინა და დასაბრუნებლად სერიოზულად არის განწყობილი“, - აცხადებს ჰოლოუეი.
ჰოლოუეიმ აღნიშნა, რომ არ უყურებს 13 წლის წინანდელ მათ პირველ დაპირისპირებას. როგორც მან განმარტა, მაშინ ორივე ახალგაზრდა იყო და საკუთარ ადგილს ეძებდა. დღეს სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია.
ისტორიული კონტექსტი
მაქს ჰოლოუეისა და კონორ მაკგრეგორის გზები ოქტაგონში ერთხელ უკვე გადაიკვეთა. 2013 წლის 17 აგვისტოს გამართულ ბრძოლაში გამარჯვება ირლანდიელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა. მას შემდეგ ორივე მებრძოლმა მნიშვნელოვანი გზა გაიარა MMA-ის ელიტაში.
შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორისთვის ეს დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ირლანდიელმა ბოლოს 2021 წლის 10 ივლისს იბრძოლა, სადაც დასტინ პორიესთან დამარცხდა. ჰოლოუეი კი, მიუხედავად პატივისცემისა, ხაზს უსვამს ბრძოლის მნიშვნელობას: „კარგია, რომ ბრუნდება, ცუდი კი ის გახლავთ, რომ მისი მეტოქე მე ვიქნები“.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.