ნიუ იორკ ნიქსმა NBA-ის სუპერფინალის სერიაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. სან ანტონიო სპურსთან გამართული მეოთხე დაპირისპირება სტუმრებისთვის 107:106 დასრულდა, რამაც ნიუ იორკელებს სერიაში 3:1 დაწინაურების საშუალება მისცა.

მატჩი ნიქსისთვის იდეალურად დაიწყო. პირველი მეოთხედი გუნდმა სრული დომინაციით, 41:22 მოიგო, რითაც კომფორტული უპირატესობა შეიქმნა. თუმცა, სან ანტონიომ ხასიათი გამოავლინა და მატჩის მიმდინარეობისას ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი უკიდურესად დაძაბული გამოდგა. სან ანტონიო გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მატჩის დასრულებამდე ზუსტად 1 წამით ადრე ოუ ჯი ანუნობიმ გადამწყვეტი ქულა ჩააგდო და ნიუ იორკს სასიცოცხლო გამარჯვება მოუტანა.

ინგლისელმა კალათბურთელმა პარკეტზე 41 წუთი გაატარა და გუნდის წარმატებაში ლომის წილი დაიდო. ანუნობიმ 33 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, რითაც მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ამ გამარჯვებით ნიუ იორკ ნიქსი ჩემპიონობისთვის საჭირო ბოლო ნაბიჯის გადადგმასთან ახლოსაა. სერიის მეხუთე დაპირისპირება 14 ივნისს, სან ანტონიოში გაიმართება, სადაც ნიქსს შესაძლებლობა ექნება, სერია დახუროს და საჩემპიონო ტიტული გაინაღდოს.