პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დაცვა შეძლო და ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე ზედიზედ მეორედ მოექცა. გუნდი, რომელიც პარიზში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, უკვე დაიწყო საზეიმო ღონისძიებების სერია.
ფეხბურთელები პარიზის ქუჩებში სპეციალური მსვლელობით გადაადგილდებიან, რათა გულშემატკივრებთან ერთად იზეიმონ ეს ისტორიული მიღწევა. ქალაქის ცენტრალური ქუჩები პარიზელებითაა სავსე, რომლებიც გუნდის წარმატებას ულოცავენ.
მსვლელობის დასრულების შემდეგ, გუნდის დელეგაცია ვერსალის სასახლისკენ აიღებს გეზს. იქ მათ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უმასპინძლებს, რაც ჩემპიონთა პატივსაცემად გამართული ოფიციალური ღონისძიებების ნაწილია.
დღის ბოლოს, საზეიმო პროგრამა „პარკ დე ფრენსის“ სტადიონზე გადაინაცვლებს. სწორედ აქ გაიმართება შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც გუნდი საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად კიდევ ერთხელ აღნიშნავს ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებას.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.