შვედეთის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი შთამბეჭდავად გახსნა. გრემ პოტერის გუნდმა ტუნისის ეროვნული ნაკრები 5:1 გაანადგურა და ჯგუფში სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, რადგან შვედებმა მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვეს. პარალელურად გამართულ ნიდერლანდებისა და იაპონიის დაპირისპირებაში ფრემ შედეგმა შვედებს საშუალება მისცა, პირველივე ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერები გამხდარიყვნენ.
იასინ აიარის ემოციური დუბლი
შეხვედრის მთავარი გმირი 22 წლის იასინ აიარი გახდა. „ბრაიტონის“ ნახევარმცველმა ტუნისის კარში ორი გოლი გაიტანა, თუმცა აღნიშვნისგან თავი შეიკავა. აიარი შვედეთშია დაბადებული, თუმცა მისი მამა ტუნისელია, დედა კი მაროკოელი. ფეხბურთელმა პატივისცემა საკუთარი ფესვების მიმართ სწორედ ამ ჟესტით გამოხატა.
შეტევის ლიდერების ბრწყინვალება
შვედეთის ნაკრების ფორვარდებმა მაღალი კლასი აჩვენეს. ალექსანდერ ისაკი შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო: მის ანგარიშზე ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. არანაკლებ ეფექტური იყო ვიქტორ გიოკერეში, რომელმაც გოლითა და ერთი ასისტით გაამდიდრა საკუთარი სტატისტიკა.
მომდევნო ტურში შვედეთს გაცილებით რთული გამოცდა ელოდება. გრემ პოტერის გუნდი ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. თავის მხრივ, ტუნისელები იაპონიასთან შეეცდებიან სარეაბილიტაციო ქულების მოპოვებას.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.