გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ტრიუმფალურად გახსნა. იულიან ნაგელსმანის გუნდმა აუტსაიდერ კურასაოს შანსი არ დაუტოვა და მატჩი 7:1 მოიგო.
შეხვედრის დასაწყისში გერმანია ნმეჩას გოლით დაწინაურდა, თუმცა მალევე კურასაომ ისტორიული მომენტი შექმნა. კომენესიამ გერმანელთა კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა, რაც მცირე ნაკრებისთვის უდიდესი მიღწევაა.
გაშვებულმა გოლმა ბუნდესნაკრები გააცოფა. 38-ე წუთზე შლოტერბეკმა თავური დარტყმით გერმანია კვლავ წინ გაიყვანა, ტაიმის მიწურულს კი კაი ჰავერცმა პენალტი ზუსტად შეასრულა.
მეორე ნახევარში გერმანიის უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახდა. 47-ე წუთზე ჯამალ მუსიალამ მორიგი გოლი გაიტანა, რასაც 68-ე წუთზე ბრაუნის ზუსტი დარტყმა მოჰყვა.
მატჩის დასკვნით ნაწილში კურასაომ კიდევ ერთი გოლი გაუშვა უნდავისგან, ხოლო საბოლოო წერტილი კაი ჰავერცმა დასვა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და მატჩი 7:1 დაასრულა.
გერმანია ჯგუფში ბრძოლას 20 ივნისს კოტ’დ-იუვარის, ხოლო 25 ივნისს ეკვადორის წინააღმდეგ განაგრძობს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.