გიორგობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა აქციაზე დაკავებულები შეიწყალა

რა ვიცით ახლა
რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი, რომელიც აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის იყო დაკავებული, პატიმრობიდან გათავისუფლდა. ის ერთ-ერთია იმ 232 პირს შორის, რომელიც პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა.
ბოლო ცნობიდან · ირაკლი ხურციძეროგორ ვითარდებოდა
ბოლო პირველი- 23 ნოემბერი, 2026
· ბოლო განახლება
რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა
მიხეილ ყაველაშვილმა აქციებზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულზე 232 პირი შეიწყალა. მათ შორის არიან დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი, რომლებიც პროევროპულ აქციებზე დააკავეს.

გიორგობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა აქციაზე დაკავებულები შეიწყალა
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 232 პირი შეიწყალა, მათ შორის არიან აქციების დროს დაკავებული მოქალაქეებიც.

რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა
პროევროპულ აქციაზე დაკავებული რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა.

· პირველი ცნობა
მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულზე 232 პირი შეიწყალა
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეწყალების აქტი გამოსცა. ჯამში, შეწყალება 232 მსჯავრდებულს შეეხო.







