პროევროპულ აქციაზე დაკავებული რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა. მან ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.
გიორგი ოკმელაშვილს გამოძიება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეწყალების საფუძველზე გლდანის მე-8 დაწესებულება დატოვეს გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც. როგორც „ტვ პირველი“ იტყობინება, ჯამში, მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად 232 პირი შეიწყალა.






დისკუსია
0 კომენტარი