რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი უახლოეს პერიოდში გაიმართება. კრემლის წარმომადგენლის თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება, თუმცა შეხვედრის კონკრეტული დრო ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.
„შეხვედრა მალე გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით მისი თარიღი დაზუსტებული არ არის“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა მედიასთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით, სამმხრივი ფორმატის პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს აბუ-დაბიში შედგა. აღნიშნულ მოლაპარაკებებში კიევის, მოსკოვისა და ვაშინგტონის ოფიციალური წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.





დისკუსია
0 კომენტარი