„სან ანტონიო სპურსმა“ NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში მოქმედი ჩემპიონი „ოკლაჰომა სიტი თანდერი“ დაამარცხა. შვიდმატჩიანი სერია „სპურსის“ გამარჯვებით, ანგარიშით 4-3 დასრულდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ტეხასელებმა 111-103 გაიმარჯვეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

გუნდის ლიდერმა, ფრანგმა ცენტრმა ვიქტორ ვემბანიამამ, შეხვედრა 22 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა. მატჩის შემდეგ 22 წლის კალათბურთელმა ემოციები ვერ დამალა და აღნიშნა, რომ ეს მისი ბავშვობის ოცნების ასრულების ნაწილია. „ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია, კიდევ ოთხი გამარჯვება გვჭირდება“, — განაცხადა ვემბანიამამ.

OKLAHOMA CITY, OK - MAY 30: Victor Wembanyama #1 and Devin Vassell #24 of the San Antonio Spurs hug after the game against the Oklahoma City Thunder during Game Seven of the NBA Western Conference Finals on May 30, 2026 at Paycom Center in Oklahoma City, Oklahoma. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2026 NBAE Zach Beeker/NBAE via Getty Images/AFP (Photo by Zach Beeker / NBAE / Getty Images / Getty Images via AFP)
Wembanyama was emotional after securing his first appearance in the NBA Finals [Zach Beeker/ Getty Images via AFP]

„სპურსის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს ჯულიან შამპანიმ (20 ქულა, 6 სამქულიანი) და სტეფონ კასტლმა (16 ქულა). მწვრთნელ მიჩ ჯონსონის თქმით, გუნდმა გამოცდილების ნაკლებობა გუნდური თამაშითა და დისციპლინით დაძლია.

San Antonio Spurs guard Devin Vassell hangs on the rim after a dunk against the Oklahoma City Thunder during the second half of Game 7 of the Western Conference finals of the NBA basketball playoffs series, Saturday, May 30, 2026, in Oklahoma City. (AP Photo/Tony Gutierrez)
San Antonio Spurs guard Devin Vassell hangs on the rim after a dunk [Tony Gutierrez/AP]

„ოკლაჰომას“ მხრიდან საუკეთესო შაი გილჯეს-ალექსანდერი იყო 35 ქულით. „თანდერის“ მწვრთნელმა მარკ დეინოსმა აღიარა, რომ მისი გუნდი ბოლომდე იბრძოდა, თუმცა „სან ანტონიომ“ გადამწყვეტ მომენტებში უფრო ზუსტად ითამაშა.

„სან ანტონიო“ ფინალში „ნიუ იორკ ნიქსს“ შეხვდება. ეს დაპირისპირება სეზონის „NBA Cup“-ის ფინალის გამეორება იქნება, სადაც დეკემბერში ნიუიორკელებმა გაიმარჯვეს. ფინალური სერია ოთხშაბათს, სან ანტონიოში დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ვემბანიამა დასავლეთ კონფერენციის ფინალის MVP-დ დასახელდა. მიუხედავად ინდივიდუალური ჯილდოებისა, ფრანგი კალათბურთელი ხაზს უსვამს გუნდური მუშაობის მნიშვნელობას, რომელიც „სპურსს“ ფინალამდე მისვლაში დაეხმარა.

Oklahoma City Thunder guard Shai Gilgeous-Alexander (2) shoots against San Antonio Spurs forward Keldon Johnson (3) in the first half of Game 7 of the Western Conference finals of the NBA basketball playoffs series Saturday, May 30, 2026, in Oklahoma City. (AP Photo/Nate Billings)
Oklahoma City Thunder guard Shai Gilgeous-Alexander shoots [Nate Billings/AP]