პარლამენტის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ცესკოს მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხმის ფარულობის პრინციპი დაირღვა. მისი თქმით, პროცესში ადგილი ჰქონდა არა უშუალოდ გაყალბებას, არამედ ინფორმაციის გაჟონვას.
რაქვიაშვილის განმარტებით, ყველა ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, მათ შორის ცესკოს მიერ ორგანიზებულმაც, აჩვენა, რომ პროცედურული ხარვეზები არსებობდა. დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ ამ ტიპის ტექნიკური ჩავარდნები პირდაპირ აზიანებს არჩევნების მიმართ ნდობას.
„არ გაყალბებულა, გაჟონა – ეს არის მთავარი პრობლემა. როდესაც ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ ფარულობის პრინციპი ვერ იქნა დაცული, ეს ნიშნავს, რომ სისტემური ხარვეზია სახეზე“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ მსგავსი დარღვევები საარჩევნო პროცესის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც ამომრჩევლის ნება სრულად იქნება დაცული და კონფიდენციალურობა არ დაირღვევა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.