ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციას, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს, მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას.

საგარეჯოს იუსტიციის სახლი

ვიზიტის ფარგლებში ჩინელმა სტუმრებმა საგარეჯოს იუსტიციის სახლი მოინახულეს. მათ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ვახტანგ ჟვანიამ უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს იუსტიციის სახლის უნიკალურ კონცეფციასა და მისი მუშაობის სპეციფიკაზე. განხილვის მთავარი თემა იყო საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა და მათი მიწოდების ეფექტიანი მექანიზმები.

სამოქალაქო ინტეგრაცია

დელეგაციამ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდების მიმართულებით. აღინიშნა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ამ მიმართულებით დანერგილი პრაქტიკული მექანიზმების შესახებ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა მიაწოდა.

ვიზიტის მიზანი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებაა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოწვევით განხორციელდა.