15 შედეგი · „უსაფრთხოება“
საქართველო
ფონიჭალაში მომხდარი გაზის აფეთქების შემდეგ, 11 წლის მოზარდი ინგოროყვას კლინიკიდან გაეწერა. დაშავებულთა შორის რჩებიან 3 წლის ბავშვი და 31 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

მსოფლიო
ფინეთის მედიის ინფორმაციით, რუსეთი ფინეთის საზღვრიდან 60 კილომეტრში მდებარე კამენკას გარნიზონს აფართოებს. სამხედრო ობიექტზე ახალი ყაზარმებისა და პოლიგონების მშენებლობა მიმდინარეობს.

მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ბერლინში გამართულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, რომ ალიანსში სრულფასოვანი გაწევრიანება გაცილებით საიმედო და ნაკლებად ხარჯიანი მექანიზმია, ვიდრე გარანტიები.

მსოფლიო
რუსეთის სტატისტიკის სამსახურის (როსსტატი) მონაცემთა ბაზის გაჟონვის შემდეგ, 10-ზე მეტმა დამოუკიდებელმა გამოცემამ ომში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარა.


პოლიტიკა
აშშ-ის პრეზიდენტის გუნდი უკრაინისთვის ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას განიხილავს. ინიციატივა ბერლინში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

საქართველო
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ავტოქარხნის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შემდეგ, 15 დაზარალებული ოჯახი დროებით სასტუმროში გადაიყვანეს. საცხოვრებელში 56 ადამიანი რჩება.

მსოფლიო
ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ადმინისტრაციის ცნობით, რუსული სამხედრო ხომალდი „მერკური“ ბენღაზის პორტში დრონებით იერიშის სამიზნე გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდი ჩაიძირა.

მსოფლიო
სუმის ოლქში, ნოვა სლობოდას თემში, რუსული დრონის აფეთქების შედეგად 14 წლის მოზარდი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მოზარდმა ასაფეთქებელ მოწყობილობასთან კონტაქტი დაამყარა.
მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ლიბიაში რუსული სამხედრო გემი და იარაღის გადამზიდავი ხომალდები გაანადგურა. პარალელურად, ბალტიის ზღვაში რუსული ტვირთმზიდი Sparta II დრონების თავდასხმის შემდეგ იწვის.
მსოფლიო
ლიბიის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ ბენღაზის პორტი მათ კონტროლქვეშაა. განცხადება დრონებით განხორციელებული თავდასხმების სერიას მოჰყვა, რომელთა სამიზნე რუსული გემი და კომერციული ხომალდი იყო.

პოლიტიკა
დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ომისშემდგომი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი უნდა იყოს.

მსოფლიო
The Washington Post-ის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის NATO-ს მე-5 მუხლის ანალოგიური უსაფრთხოების გარანტიების გაცემას დათანხმდა, თუმცა უარს ამბობს ქვეყანაში ალიანსის სამხედროების ყოფნაზე.


მსოფლიო
პოლონეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტების ნარჩენები იპოვა. ინციდენტი 20 ნოემბერს, უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს მოხდა.

მსოფლიო
ლიბიაში, ბენღაზის პორტში მყოფ რუსულ ხომალდზე სავარაუდოდ დრონით თავდასხმა განხორციელდა. პარალელურად, ლიბიის სანაპიროსთან მალტის დროშის ქვეშ მცურავი კომერციული გემის მიმართულებითაც დაფიქსირდა თავდასხმა.

საქართველო
ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომაა ჩანიშნული. შეხვედრის მთავარი თემა პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტების შეჭრის საკითხი იქნება.
