UFC Freedom 250-ის შემდეგ ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ჯასტინ გეიჯისთან დაძაბული დაპირისპირების შედეგად, ქართველმა მებრძოლმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.
სამედიცინო შემოწმების შედეგად დადასტურდა, რომ თოფურიას ორივე თვალბუდის (ორბიტალური) ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. საბედნიეროდ, დაზიანებები გადაადგილების გარეშეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის.
სარეაბილიტაციო პერიოდი
ექიმების რეკომენდაციით, თოფურიას სრულფასოვანი გამოჯანმრთელებისთვის რამდენიმე თვიანი დასვენება ესაჭიროება. დაზიანების ხასიათიდან გამომდინარე, სპორტსმენი ეტაპობრივ რეაბილიტაციას გაივლის.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ილია თოფურია 2026 წელს აღარ იასპარეზებს. მისი ოქტაგონზე დაბრუნება მხოლოდ მომავალი წლიდან იგეგმება.
მებრძოლის კომენტარი
თავად ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და ბევრად უფრო საშიში.
თოფურიას გუნდის განცხადებით, მებრძოლი ამჟამად კარგ განწყობაზეა. ის სრულად არის კონცენტრირებული ჯანმრთელობის აღდგენასა და ჩემპიონობის დაბრუნების გეგმაზე.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.