ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაძაბულობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოთხშაბათს გამთენიისას აშშ-ის სამხედრო სამიზნეების მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა. თავდასხმები განხორციელდა როგორც ბაჰრეინში განთავსებულ აშშ-ის მეხუთე ფლოტზე, ისე იორდანიაში არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე.
სამხედრო ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელა. ამერიკული მხარის განცხადებით, ეს ნაბიჯი ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდებას მოჰყვა. თეირანმა კი, თავის მხრივ, ეს ოპერაცია „საპასუხო ზომად“ შეაფასა.
ვითარება განსაკუთრებით დაძაბული იყო ბაჰრეინსა და ქუვეითში, სადაც საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო. ორივე ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მათს საჰაერო სივრცეში „მტრული სამიზნეების“ განეიტრალება მიმდინარეობდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, სიტუაციის გამწვავების პარალელურად მკაცრი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აშშ-ის არც ერთი თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება. რეგიონში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრშია, რადგან სამხედრო დაპირისპირების გაფართოების საფრთხე რეალურია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.