ავტორიტეტულმა საპორტო პლატფორმა Transfermarkt-მა ფეხბურთელთა საბაზრო ღირებულებები განაახლა. განახლებულ რეიტინგში პარი სენ-ჟერმენის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეების ათეულში მოხვდა.
ქართველი ფეხბურთელის ღირებულებამ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა და ამჟამად 140 მილიონ ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში „კვარას“ ფასი 50 მილიონი ევროთი გაიზარდა, რაც მის სტაბილურ და მაღალკვალიფიციურ თამაშზე მიუთითებს.
რეიტინგის სათავეში „ბარსელონას“ ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი და „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინ ჰოლანი არიან, რომელთა ღირებულება 200-200 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მათ მოსდევს მადრიდის „რეალის“ ლიდერი კილიან მბაპე 180 მილიონი ევროთი.
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ათეული:
- ლამინ იამალი (ბარსელონა) – 200 მილიონი ევრო
- ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი) – 200 მილიონი ევრო
- კილიან მბაპე (რეალი) – 180 მილიონი ევრო
- პედრო (ბარსელონა) – 150 მილიონი ევრო
- მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 150 მილიონი ევრო
- ჟოაო ნევეში (პსჟ) – 140 მილიონი ევრო
- ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 140 მილიონი ევრო
- ვიტინია (პსჟ) – 140 მილიონი ევრო
- ვინისიუსი (რეალი) – 140 მილიონი ევრო
- ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 140 მილიონი ევრო
კვარაცხელიას გარდა, პსჟ-ს შემადგენლობიდან ათეულში ასევე არიან ჟოაო ნევეში და ვიტინია, თუმცა ქართველი ფეხბურთელის კარიერული ზრდა და საერთაშორისო აღიარება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.