საქართველოს ქალთა 7-ქალა ნაკრები 2026 წლის რაგბი ევროპის ალაფაზე წარმატებით ასპარეზობს. ხორვატიის ქალაქ მაკარსკაში გამართულ ტურნირის პირველ სათამაშო დღეს, გიორგი მაისურაძის შეგირდებმა ორი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

ქართველმა მორაგბეებმა მონტენეგროს ნაკრები 34:5, ხოლო მოლდოვას გუნდი 22:7 დაამარცხეს. ორივე შეხვედრაში ჩვენი გუნდი მეორე ტაიმში საგრძნობლად გააქტიურდა და მეტოქეებს დაცვაში სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

მონტენეგროსთან მატჩის დებიუტშივე მანონი საღარაძემ ლელო დადო და გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ტაიმის შუაში მეტოქემ საპასუხო ლელო გაიტანა, ქართველმა გოგონებმა კონტროლი არ დაკარგეს. მე-5 წუთზე საღარაძემ დუბლი გაიფორმა, რასაც შემდგომ ნინო წიკლაურის, სალომე მაკასარაშვილის, ანა დათიაშვილისა და მარიამ ბერანძის ლელოები მოჰყვა.

გუნდს არც სინბინით გამოწვეული დროებითი უმცირესობა დაჰკლებია, თუმცა ამან მათი დომინირება ვერ შეაჩერა. მოლდოვასთან შეხვედრაში ანგარიში თეონა ჩიტაიშვილმა გახსნა. დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ნინო მელუამ ორი ლელო მიითვალა, ხოლო მატჩის ბოლო წუთზე მანონი საღარაძემ საბოლოო წერტილი დასვა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე ქართული წარმომადგენლობა მხოლოდ მოთამაშეებით არ შემოიფარგლება — მარიამ გოგუაძე ხორვატიაში მიმდინარე ასპარეზობაზე მსაჯის ფუნქციებს ასრულებს.

დღეს საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის შედეგი განსაზღვრავს ჩვენი გუნდის მეტოქეს თასის 1/4-ფინალში.