საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მორიგი სკანდალი იფეთქა. მედიაექსპერტმა ლაშა ტუღუშმა არხზე არსებულ მძიმე შიდა კლიმატზე ისაუბრა და კონკრეტული შემთხვევა გაასაჯაროვა, რომელიც ტელევიზიის კედლებში მოხდა.

ტუღუშის განცხადებით, ორგანიზაციაში დასაქმებულთა მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება და ძალადობრივი მეთოდებია დამკვიდრებული.

მედიაექსპერტი ყვება შემთხვევას, როდესაც ტელევიზიის შიგნით თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ინციდენტის შემდგომი რეაგირება კი არა დამნაშავეების დასჯა, არამედ დაზარალებულის სამსახურიდან გაშვება იყო.

„საზოგადოებრივ მაუწყებელში მძიმე ვითარებაა. მაგალითად, ერთი თანამშრომელი გალახეს ტელევიზიის შიგნით და შემდეგ გააგდეს სამსახურიდან“, - აცხადებს ლაშა ტუღუში.

ამ დროისთვის არხის ხელმძღვანელობას აღნიშნულ ბრალდებებზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა სამზარეულოს შესახებ მსგავსი ტიპის განცხადებები კითხვის ნიშნებს აჩენს არხის მართვისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით.