„მანჩესტერ სიტი“ შემადგენლობის გაძლიერებას 23 წლის ცენტრალური ნახევარმცველის, ელიოტ ანდერსონის დამატებით გეგმავს. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ინგლისის ჩემპიონმა „ნოტინგემ ფორესტს“ ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა, რომელიც 106 მილიონ ფუნტს და 15 მილიონად შეფასებულ ბონუსებს მოიცავს.
ეს უკვე მეორე მცდელობაა, რადგან მანამდე „სიტიმ“ ფეხბურთელის გამოსასყიდად უფრო დაბალი თანხა შესთავაზა, თუმცა „ნოტინგემმა“ უარი განაცხადა. კლუბებს შორის მოლაპარაკებები ინტენსიურ ფაზაში შედის.
ანდერსონი „ნოტინგემ ფორესტის“ ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მისი საბაზრო ღირებულება კი ამ ეტაპზე 75 მილიონ ევროს შეადგენს.
ტრანსფერის განხორციელების შანსებს ზრდის ის ფაქტი, რომ მოთამაშის მიმართ „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იჩენს ინტერესს. „ნოტინგემი“ ცდილობს, კონკურენციით ისარგებლოს და ფეხბურთელის გასაყიდი ფასი მაქსიმალურად გაზარდოს.
აღსანიშნავია ელიოტ ანდერსონის საერთაშორისო გამოცდილებაც. ნახევარმცველმა ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით უკვე 7 შეხვედრა ჩაატარა, მანამდე კი შოტლანდიის ასაკობრივ ნაკრებებშიც ასპარეზობდა. მისი პოტენციური გადასვლა „სიტიში“ პრემიერლიგის სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გარიგება იქნება.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.