საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველშვილი „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენში ჩაერთო. მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა სტუდენტებმა, სპორტსმენებმა, სამთავრობო გუნდის წევრებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ინიციატივები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი თქმით, ეს არის საერთო პასუხისმგებლობა, რომელიც საზოგადოების თითოეულ წევრს აერთიანებს.

„ყოველი ნაბიჯი, რომელსაც დღეს საზოგადოება ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ დგამს, არის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალში,“ - აღნიშნა მიხეილ ყაველშვილმა.

პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ გარბენში. მან ხაზი გაუსვა იმ განსაკუთრებულ მუხტსა და ენერგიას, რომელიც ღონისძიების მიმდინარეობისას იგრძნობოდა და ახალგაზრდების ენთუზიაზმი სამაგალითოდ შეაფასა.

„სტუდფესტი 2026“ არის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას და მათ ჩართვას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებში. გარბენი ერთ-ერთი საკვანძო აქტივობა იყო, რომელმაც საზოგადოების სხვადასხვა ფენა ერთიანი მიზნის გარშემო გააერთიანა.

ადმინისტრაციის ცნობით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, რათა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციამ უფრო ფართო მასშტაბი მიიღოს.