საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებსა და ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას დაეთმო.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და სომხეთის ძალოვან სტრუქტურებს შორის არსებული თანამშრომლობა მაღალ ნიშნულზეა. დიალოგის ფარგლებში, მინისტრმა და ელჩმა განიხილეს უსაფრთხოების დაცვის ის მექანიზმები, რომლებიც რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
საუბარი შეეხო არა მხოლოდ უსაფრთხოების სფეროს, არამედ ორმხრივი პარტნიორობის სხვა მიმართულებებსაც. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ მჭიდრო კონტაქტები და გააძლიერონ ის კომუნიკაციის არხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროებში არსებობს.
შეხვედრის დასასრულს, ოფიციალურმა პირებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ მსგავსი ფორმატის კონსულტაციები და სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ნდობის ხარისხის ზრდას და ოპერატიულ ინფორმაციის გაცვლას, რაც პირდაპირ აისახება რეგიონულ სტაბილურობაზე.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.