ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მომხდარმა ტრაგედიამ ადგილობრივები შეძრა. 10 ივნისს, დილით, სოფელში ცეცხლსასროლი იარაღით 55 წლამდე მამაკაცი მოკლეს. გამოძიების პირველადი ვერსიით, მკვლელობას წინ მეზობლებს შორის დაპირისპირება და ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის მამაკაცი მალევე იპოვეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. ცხედარი საკუთარი სახლის დამხმარე ნაგებობაში აღმოაჩინეს. წინასწარი მონაცემებით, ეჭვმიტანილმა თვითმკვლელობა ჩაიდინა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველები ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს ინციდენტის დეტალების დასადგენად.
სოფელ ოქტომბერში ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებებს აგროვებენ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.