ოპოზიციური ალიანსის დაშლა პოლიტიკური განხილვების მთავარ თემად რჩება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი ყოფილი თანაგუნდელების ქმედებები არასერიოზულია და ხშირად კომიკურ სახესაც იღებს.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა მიიჩნევს, რომ ოპოზიციური გაერთიანების რღვევა შიდა უთანხმოებების შედეგია. მისი თქმით, პროცესები, რომლებსაც საზოგადოება აკვირდება, მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლას და თანამდებობების გადანაწილების პრობლემებს უკავშირდება.

„ერთმანეთს ჭამენ“

ზურაბ რურუას განცხადებით, ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები ვერ ახერხებენ პოლიტიკური რესურსის ეფექტიანად გამოყენებას. დეპუტატის თქმით, ალიანსის შიგნით არსებული კონფლიქტი მათი პოლიტიკური მიდგომების სისუსტეს უსვამს ხაზს.

„ჩვენ ვხედავთ, როგორც ჭამენ ერთმანეთს და როგორ ვერ გაინაწილეს თვითონ შიგნით პოლიტიკური თანამდებები. ეს ყოველთვის პირნათლად აჩვენებდა მათ რესურსზე და მათ მიდგომაზე,“ — განაცხადა რურუამ.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი ასევე ხაზს უსვამს, რომ ეს პოლიტიკური ძალები დამოკიდებულნი არიან გარე ფაქტორებზე. მისივე თქმით, ევროპელი ბიუროკრატებისა და ზოგიერთი ელჩის მხარდაჭერით გათამამებულმა პოლიტიკოსებმა პოლიტიკური პოტენციალი ამოწურეს.

პოლიტიკური რეალობა

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური ალიანსის დაშლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ თავად კოალიციის წევრებმა დაადასტურეს. ეს მოვლენა მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი არგუმენტია ოპოზიციის არაკონსოლიდირებულობისა და სისუსტის საჩვენებლად.

ამ დრომდე ოპოზიციური სპექტრი ვერ ახერხებს ერთიანი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებას, რაც, ხელისუფლების შეფასებით, მათ საბოლოო პოლიტიკურ მარცხს იწვევს.