ახალი იმედი ალცჰაიმერის მკურნალობაში?

სამეცნიერო ჟურნალ Frontiers in Neuroscience-ში გამოქვეყნებულმა ანგარიშმა ნეირომეცნიერების სამყაროში დიდი ინტერესი გამოიწვია. ბრაზილიელმა მკვლევარებმა აღწერეს 80 წელს გადაცილებული პაციენტის შემთხვევა, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება ათი წლის განმავლობაში ჰქონდა.

პაციენტი, რომელსაც ბოლო ხუთი წელი მეტყველების, მობილობისა და სოციალური კავშირის სრული დაკარგვა ახასიათებდა, ფსილოციბინის შემცველი სოკოს მიღების შემდეგ მოულოდნელად გამოცოცხლდა. მკურნალობამ, რომელიც 5 გრამი სოკოს მიღებას გულისხმობდა, პაციენტს მეტყველებისა და მეხსიერების დროებითი აღდგენის საშუალება მისცა.

ფუნქციური გაუმჯობესება დროებითია

Time post-interventionDomainClinical observation
0–12 hAutonomic/sleepClinically suspected hyperthermia, profuse sweating, prolonged deep sleep-like state
~19 h (03:30)Language/autobiographical memorySpontaneous awakening, ~4 h of autobiographical speech
Day 1Alertness/socialIncreased alertness, recognition of family
Day 2MotorIndependent ambulation
Days 2–3Executive/autonomyDressing self, spontaneous initiative
Days 2–3ContinenceDry diapers, including nighttime
Days 6–7Working memory/episodic“Where did Celso go?”, correct vehicle recognition
Days 6–7Attention/affectiveSustained eye contact, reciprocal smiling

მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს არ არის დაავადების განკურნება. საუბარია ნეიროდეგენერაციული პროცესის ფონზე დარჩენილი ფუნქციური რესურსის „გამოღვიძებაზე“. 19-საათიანი ღრმა ძილის მსგავსი მდგომარეობის შემდეგ პაციენტმა დაიწყო ავტობიოგრაფიული საუბარი, აღუდგა შარდის ბუშტის კონტროლი და გაუმჯობესდა გადაადგილების უნარი.

მეორე სესიის დროს, რომელიც ერთი თვის შემდეგ ჩატარდა, პაციენტმა გამოხატა ემოციური სიხარული და მეტი სოციალური აქტიურობა. მან აღნიშნა, რომ თავს „სასიამოვნოდ“ გრძნობს, რაც ასეთი მძიმე დემენციის მქონე ადამიანისთვის უიშვიათესი მოვლენაა.

რა ხდება ტვინში?

ფსილოციბინი ზემოქმედებს სეროტონინის რეცეპტორებზე და ცვლის ტვინის დიდი ქსელების დინამიკას. მეცნიერთა აზრით, ეს ნივთიერება ხელს უწყობს ნეიროპლასტიკურობას — ტვინის უჯრედებს შორის კავშირების დროებით რეორგანიზაციას. სწორედ ეს პროცესი ხსნის იმას, თუ როგორ შეძლეს წლების განმავლობაში „გათიშულმა“ ნერვულმა კავშირებმა დროებითი ფუნქციონირება.

მკვლევარები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ეს შემთხვევა მხოლოდ დაკვირვებაა და არა კლინიკური მტკიცებულება. დაავადების სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა ფართომასშტაბიანი კვლევები, რათა დადგინდეს, რამდენად უსაფრთხო და ეფექტური შეიძლება იყოს მსგავსი თერაპია დემენციის მქონე სხვა პაციენტებისთვის.