კოლუმბიის მოქალაქეები საარჩევნო უბნებთან მივიდნენ. ქვეყანა ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცესშია, რაც გადამწყვეტი იქნება როგორც შიდაუსაფრთხოების, ისე ვაშინგტონთან ურთიერთობების გადასატვირთად.

The election has polarised Colombia after months of tension with the US

მიმდინარე არჩევნებს წინ უძღოდა გუსტავო პეტროს მწვავე დაპირისპირება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მხარეებს შორის უთანხმოება რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხს ეხებოდა, მათ შორის ნარკოტრაფიკს და რეგიონში ამერიკულ ჩარევას.

გუსტავო პეტრო, რომელსაც კონსტიტუცია ხელახალი კენჭისყრის უფლებას არ აძლევს, მხარს ივან სეპედას უჭერს. მის მთავარ ოპონენტებად ცენტრისტული და მემარჯვენე ფრთის კანდიდატები: აბელარდო დე ლა ესპრიელა და პალომა ვალენსია მოიაზრებიან.

Iván Cepeda has pledged to continue the policies of the current administration

კენჭისყრა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 16:00 საათზე დასრულდება. წინასწარი პროგნოზებით, ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმათა აუცილებელ უმრავლესობას, რაც 21 ივნისს მეორე ტურის გამართვის ალბათობას ქმნის.

პოლიტიკური ვექტორი და უსაფრთხოება

ივან სეპედა ამომრჩეველს პეტროს ადმინისტრაციის „საყოველთაო მშვიდობის“ პოლიტიკის გაგრძელებას ჰპირდება. ეს გეგმა შეიარაღებულ დაჯგუფებებთან მოლაპარაკებებს ითვალისწინებს, თუმცა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, გასულ წელს კოლუმბიაში კონფლიქტით დაზარალებულთა რაოდენობამ ბოლო ათწლეულის რეკორდს მიაღწია.

ამის საპირისპიროდ, დე ლა ესპრიელა და ვალენსია მკაცრ სამხედრო ზომებს აანონსებენ. მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-თან უსაფრთხოების სტრატეგიულ ალიანსს აღადგენენ.

საარჩევნო კამპანია ქვეყანაში ძალადობის ფონზე მიმდინარეობს. გასულ კვირას კანდიდატმა აბელარდო დე ლა ესპრიელამ მედელინში თავისი გამოსვლა ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა გამართა, რაც ქვეყანაში არსებულ დაძაბულ ვითარებას ხაზს უსვამს.

Right-wing presidential candidate Abelardo de la Espriella appeared behind bulletproof glass at a rally last week

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პეტრო არაერთხელ გააკრიტიკა, თუმცა თებერვალში გამართული შეხვედრის შემდეგ ურთიერთობები გარკვეულწილად დარეგულირდა. მიუხედავად ამისა, კოლუმბიის მომავალი ლიდერის პოზიცია ვაშინგტონის მიმართ რეგიონული ბალანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რჩება.