LEV RADIN/ZUMA PRESS WIRE VIA ALAMY

SAEED RAHBARAN

SAEED RAHBARAN
SAEED RAHBARAN
SAEED RAHBARAN
SAEED RAHBARAN

ტესტოსტერონი, ზრდის ჰორმონები, ეპო და სხვადასხვა სინთეზური პრეპარატი — ეს იმ „მენიუს“ ნაწილია, რომელსაც ლას-ვეგასში გამართული Enhanced Games-ის მონაწილეები მოიხმარდნენ. 24 მაისს, კაზინოს პარკინგზე მოწყობილ 50-მილიონიან არენაზე, ისტორიაში პირველი სპორტული შეჯიბრი შედგა, სადაც დოპინგის კონტროლი არ არსებობს.

SAEED RAHBARAN

ორგანიზატორების მტკიცებით, ისინი სპორტულ სამყაროში არსებულ მოძველებულ ნორმებს აპროტესტებენ. კრიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ღონისძიება საშიში ნივთიერებების პოპულარიზაციას ახდენს და სპორტსმენების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს.

SAEED RAHBARAN

SAEED RAHBARAN

შეჯიბრის მიმდინარეობისას მაყურებლები ხედავდნენ რეკლამებს კომპანია Enhanced-ის პროდუქტებზე — ინექციურ პეპტიდებსა და საკვებ დანამატებზე, რომლებიც, კომპანიის მტკიცებით, ენერგიასა და კანის ელასტიურობას აუმჯობესებს. თუმცა, შედეგები ყოველთვის მოლოდინს არ ამართლებდა: ზოგიერთი სპორტსმენი ტურნირის მსვლელობისას დაშავდა, ზოგი კი დოპინგის გარეშე მოასპარეზე ათლეტებთან დამარცხდა.

SAEED RAHBARAN

პროექტის იდეა ავსტრალიელ მეწარმე აარონ დ'სოუზას ეკუთვნის, რომელმაც მხარდაჭერა მილიარდერ პიტერ თილისა და გერმანელი ბიოტექნოლოგიის მაგნატის, კრისტიან ანგერმაიერისგან მიიღო. დ'სოუზას მიზანია, შექმნას ალტერნატივა ოლიმპიური თამაშებისთვის, სადაც ადამიანური შესაძლებლობების ზღვარი მედიკამენტებით გადაიწევს.

SAEED RAHBARAN

Enhanced Games-ის განვითარება 2022 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად ეს მხოლოდ იდეა იყო, თუმცა მას შემდეგ კომპანიამ 1.2 მილიარდი დოლარის შეფასება მიიღო. პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევები, რომლებსაც ფსიქოდელიური საშუალებების ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ, რაც ბევრისთვის ნიშანია იმისა, რომ ტურნირი სპორტულზე მეტად ბიოტექნოლოგიური მარკეტინგული პლატფორმაა.

2025 წლის თებერვალში ბულგარელმა მოცურავემ კრისტიან გკოლომეევმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რისთვისაც მან მილიონი დოლარის ჯილდო მიიღო. სწორედ ეს ფაქტი გახდა გარდამტეხი ბევრი სპორტსმენისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს ოლიმპიური კარიერა Enhanced Games-ით ჩაენაცვლებინათ.

SAEED RAHBARAN

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ღონისძიება თანდათან კარგავს სპორტულ დატვირთვას და გადაიქცა ჰორმონებისა და დანამატების ონლაინ ბაზრად. ოსლოს უნივერსიტეტის ჰოსპიტლის ექსპერტის, ასტრიდ კრისტინ ბიორნებეკის თქმით, ეს პროექტი ძირეულად ცვლის სპორტის არსს და კომერციალიზაციას უკეთებს ნივთიერებებს, რომელთა გამოყენებაც მკაცრად რეგულირებადი უნდა იყოს.

SAEED RAHBARAN