სტივენ ნაიტის ჯილდოების მფლობელი დრამა Peaky Blinders ეკრანებს ახალი სეზონით უბრუნდება. სერიალი მაყურებელს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ათი წლის შემდეგ, 1950-იანი წლების ბირმინგემში გადაიყვანს.
ახალ ეპოქაში შელბების ოჯახის წევრები — დიუკი, რომელსაც ჯეიმი ბელი განასახიერებს, და ჩარლზ შელბი, რომლის როლსაც ჩარლი ჰიტონი ასრულებს — ქალაქის აღდგენის რთულ პროცესში ერთვებიან. მათ წინაშე გაურკვევლობა და მუდმივი საფრთხეა.
სერიალს შეუერთდა კონლეთ ჰილი, რომელიც კლემი კილერის როლს მოირგებს. ის კილერების განგსტერული ოჯახის სასტიკი პატრიარქია და შელბების ამბიციების მთავარი კონკურენტი ხდება. კლემის შვილის, აიდან კილერის როლს კი კალ ო'დრისკოლი შეასრულებს.
სერიალის შემქმნელი სტივენ ნაიტი პროექტის ახალი ეტაპით აღფრთოვანებულია: „ბედნიერები ვართ, რომ ჯეიმი ბელი ტომი შელბის უფროსი ვაჟის, დიუკის როლში ვიხილეთ, ხოლო ჩარლი ჰიტონი მსახიობთა გუნდს ლიდერობს“. ნაიტის თქმით, 50-იან წლებში მოქმედება სიუჟეტს სრულიად ახალ დინამიკას შესძენს.
ვინ შეურთდა გუნდს?
მსახიობთა შემადგენლობას ასევე ემატებიან ჯესიკა ბრაუნ ფინდლეი, ლაშანა ლინჩი და ლუსი კარჩევსკი. თუმცა, მათი პერსონაჟების შესახებ დეტალები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. დეტექტივი ინსპექტორ ბელის როლს კი დანიელ მონკსი შეასრულებს.
გარდა ახალი სახეებისა, სერიალში კვლავ ვიხილავთ ნედ დენეჰისა და პაკი ლის, რომლებიც თავიანთ ძველ პერსონაჟებს დაუბრუნდებიან.
წარმოება და პრემიერა
სერიალის გადაღებები უკვე მიმდინარეობს ბირმინგემში, Digbeth Loc. Studios-ის ტერიტორიაზე. პროექტი BBC-ის ახალი პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც West Midlands Combined Authority-თან ერთად, რეგიონში 40 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე ინვესტიციას გულისხმობს.
დაგეგმილია ორი სეზონი, თითოეული ექვსი ერთსაათიანი ეპიზოდით. მაყურებელი ახალ სერიებს BBC-სა და Netflix-ის პლატფორმებზე იხილავს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.