„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია საზოგადოებას საპატიმროდან მიმართავს. ის მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობას უხდის და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია უცვლელია.
ხოშტარიას განცხადებით, იგი არ აპირებს რაიმე სახის დისკუსიაში შესვლას რუსეთის მიერ კონტროლირებად თუ არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მათთვის რაიმეს მტკიცება ან რაიმეს თხოვნა მისთვის მიუღებელია.
„ცხადია, არც ერთი წამი არ ვაპირებ, რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან რაიმე დისკუსიაში შესვლას, ან მათთვის რაიმეს მტკიცებას და მითუმეტეს, რაიმეს თხოვნას, რაც უნდათ ის ქნან“, — წერს ხოშტარია.
პოლიტიკოსი აღიარებს, რომ არსებული ვითარება მძიმეა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ბოროტებასთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, „ტკივილი ასატანია, ხოლო ბოროტება — აუტანელი“.
ხოშტარია პირობას დებს, რომ არცერთ უკანონობას არ „გაატარებს“ და ხელისუფლებას ამ ქმედებების ფასის გადახდა მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსი ფიზიკურად შეზღუდულია, ის ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.
„არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, მაგრამ ერთადერთს ვპირდები მათ - არცერთ უკანონობას არ გავუტარებ და ფასიც დაუჯდებათ! სირბილი არ შემიძლია, ბრძოლა შემიძლია“, — აცხადებს ელენე ხოშტარია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.