მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე სათამაშო დღე დაძაბულად მიმდინარეობს. გერმანიის ეროვნულ ნაკრებსა და კურასაოს შორის გამართულ მატჩში, შეხვედრის 21-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა.
გოლების გაცვლა მატჩის დასაწყისში
გერმანიის ნაკრებმა ანგარიში მატჩის დასაწყისშივე გახსნა. გოლი ფელიქს მეჩამ გაიტანა და გერმანელები დააწინაურა. თუმცა, უპირატესობა დიდხანს არ შენარჩუნებულა.
კურასაოს ნაკრებმა სწრაფი პასუხი გასცა. 21-ე წუთზე ლივანო კომენენსიამ ზუსტი დარტყმით აღადგინა წონასწორობა და მატჩში ანგარიში 1:1 გახდა.
საჩემპიონო მარათონი
ამ დროისთვის გუნდები მოედანზე თანაბარი ძალებით იბრძვიან. შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებს მსოფლიო პირველობის მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის ყურება თვენახევრის განმავლობაში „რუსთავი 2“-ის ეთერში შეუძლიათ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.