UFC Freedom 250-ის საღამო სანახაობრივი ბრძოლით გაიხსნა. ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ბრაზილიელმა დიეგო ლოპესმა ამერიკელი სტივ გარსია მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ეს გამარჯვება ლოპესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან განცდილი ორი მარცხის შემდეგ, მან კვლავ სატიტულო ამბიციები დაადასტურა.

ბრძოლის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული იყო. სტივ გარსია პირველ რაუნდში მობილიზებულად გამოიყურებოდა და ლოპესს სერიოზულ კონკურენციას უწევდა. თუმცა, მეორე რაუნდში სიტუაცია შეიცვალა. გარსიამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ბრაზილიელთან დარტყმების ღია გაცვლაში შევიდა, რამაც მისთვის ფატალური შედეგი გამოიღო.

დიეგო ლოპესმა ბრძოლამდე გულშემატკივრებს დაპირდა, რომ მეტოქეს ნაადრევად დაასრულებდა, რასაც წარმატებით გაართვა თავი. გამარჯვების შემდეგ ბრაზილიელი ემოციებს არ მალავდა, რაც დარბაზში შეკრებილმა აუდიტორიამ ოვაციებით შეაფასა.

UFC Freedom-ის საღამო ამით არ სრულდება. გულშემატკივრებს წინ კიდევ ექვსი დაძაბული დაპირისპირება ელოდებათ. საღამოს კულმინაცია კი ქართველი გულშემატკივრისთვის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა იქნება, სადაც ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.