14 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს და ტექნოლოგიურ ღონისძიებას, Spotlight X-ს უმასპინძლებს. კონფერენცია, რომელიც სასტუმრო „ტელეგრაფში“ გაიმართება, აერთიანებს მარკეტინგის, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს.

ღონისძიების მთავარი მიზანი სხვადასხვა ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის გამოცდილების გაზიარებაა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ სპიკერებს კრიპტო ეკოსისტემის, კონტენტის შექმნის, კულინარიის, გეიმინგისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

საქართველოს ბანკი, როგორც ღონისძიების წარმდგენი, აქტიურად ჩაერთვება პროცესებში. დავით ღვედაშვილი, ბანკის Digital Cluster Product Owner, დამსწრე საზოგადოებას ბანკის ციფრული განვითარების გზასა და გამოცდილებას გაუზიარებს.

პროგრამა მოიცავს საჯარო გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებსა და პრაქტიკულ ვორკშოპებს. გიორგი გურგენიძის ხელმძღვანელობით, მონაწილეები გაეცნობიან საინვესტიციო ბაზრის ძირითად პრინციპებს. სესიის ფარგლებში განხილული იქნება მობილბანკის მეშვეობით აქციებისა და კრიპტო აქტივებით ინვესტირების თანამედროვე შესაძლებლობები.

საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის დამატებითი შეღავათებია გათვალისწინებული. კერძოდ, Visa ბარათის მფლობელებს ბილეთების შეძენისას 15%-იანი ფასდაკლება ენიჭებათ, ხოლო ვორკშოპის მონაწილეებს ბანკი სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოებს.

ღონისძიების გენერალური პარტნიორია Betsson, პლატინის სპონსორები კი — Visa და Tegeta. Spotlight X-ის ფარგლებში ასევე წარმოდგენილია არაერთი პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის Aversi, Upgaming, Silknet და სხვები. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://spotlight.ge/.